პროდუქციის სია ბრენდის მიხედვით HOT WHEELS

Hot Wheels სათამაშო მანქანების ბრენდია, რომელიც 1968 წელს გამოჩნდა ბაზარზე, იგი კომპანია Mattel-ის პროდუქციაა და შექმნის იდეაც თავად კომპანიის დამფუძნებლის ელიოტ ჰენდლერის სახელს უკავშირდება. ამ დროისთვის უკვე არსებობდა ელიოტის ცოლის იდეით შექმნილი ბარბის თოჯინა, რომელიც განსაკუთრებული სათამაშო იყო გოგონებისათვის და ელიოტის მიზანიც ის იყო, რომ ბიჭებისთვისაც შეექმნა საყვარელი სათამაშო, რაც რა იქნებოდა თუ არა მანქანა. 

პირველი საცდელი ვარიანტის ნახვას უკავშირდება სათამაშოს სახელიც; როდესაც ელიოტმა მანქანის სწრაფი მოძრაობა დაინახა, აღტაცებით წამოიძახა: „ისეთი სწრაფია, თითქოს ბორბლებს ცეცხლი უკიდია!", აქედან მომდინარეობს სახელწოდება Hot Wheels, რაც ითარგმნება როგორც “ცხელი ბორბლები”. 

კომპანიის სპეციალური გუნდი რეალურ მანქანებს სათამაშო ვარიანტებად გარდაქმნის და ყოველწლიურად 130-ზე მეტ ახალ მოდელს სთავაზობს თავის მომხმარებელს, საბოლოოდ სიახლეებითა და გაყიდვების მაჩვენებლით იგი ნამდვილად ამართლებს თავის სლოგანს: “მომდევნო 50 წელი კიდევ უფრო ცხელი უნდა იყოს”.

უხერხულობისთვის მაპატიეთ.

კვლავ მოძებნეთ ის, რასაც ეძებთ